დავითაძის საქმის ე.წ სკანდალმა რადიკალებს საპროტესტო მუხტი ვერ მოუტანა - ფაქტებთან დამარცხებული რადიკალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
15-წუთიანი ტყუილის ანატომია - დავითაძის ე.წ სკანდალმა რადიკალებს საპროტესტო მუხტი ვერ მოუტანა. ერთ ერთი ყველაზე სენსიტიური და მძიმე თემით სცადეს საზოგადოების გაბრაზება.
გამოძიება დასრულებულია და სიმართლეც ცნობილია. ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს - რას ემსახურებოდა პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა?
იყო თუ არა მსჯავრედბულ დავითაძის მიერ სასამართლო დარბაზში გახმიანებული მძიმე ბრალდება წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი, აქ კითხვის ნიშნები აღარ არის.
ფაქტია, რადიკალები, მათთან აფილირებული მედიები და მდიდარი „ენჯეო“ სექტორი დესტაბილიზაციის შექმნას ფაქტების მანიპულაციით ცდილობდნენ.
ნახეთ საბა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი.





