ირაკლი კობახიძე: ძალადობრივი აქციები, რომლებიც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ძალადობრივი აქციები, რომლებიც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას.
„ძალიან მარტივად იყო საქმე კონკრეტული ადამიანებისთვის, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ, იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც, რაც არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება. სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან ეს ადამიანები შეშფოთებული, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





