პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთის მოვლენებზე ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილზე: ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვას
პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკამ“ კითხვა დაუსვა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რატომ სდუმან ევროპელი მაღალჩინოსნები საფრანგეთში მიმდინარე ძალადობაზე. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ისინი ძალადობას არ უჭერენ მხარს არც საქართველოში, არც სხვა ქვეყანაში და მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების უფლებების დაცვას.
„ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების უფლებების დაცვას და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბაზისო პრინციპები ყველგან დაცული იქნება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დღეს აღნიშნული თემაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, რომელიც წერს: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. კიდევ ერთი შემთხვევა ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდს ხელი მტევანი მოსწყდა.





