შალვა პაპუაშვილი: გვქონდა შესაძლებლობა, პირველად, მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შევხვედროდი ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს და გვქონოდა გაცნობითი ხასიათის საუბარი, გადაგვეხადა მადლობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს
პოლიტიკა

გვქონდა შესაძლებლობა, პირველად, მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შევხვედროდი ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს და გვქონოდა გაცნობითი ხასიათის საუბარი, გადაგვეხადა მადლობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტანზანიაში ვიზიტისას.
მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში ის ასევე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელთანაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების ჩვეულ სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნება განიხილეს.
„ვფიქრობ, მთლიანად ასამბლეა იყო ძალიან წარმატებული. ჩვენი დელეგაციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ის შეხვედრები, რომლებიც გავმართეთ. გვქონდა შესაძლებლობა, ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონოდა ორმხრივი შეხვედრა. გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობის ჩვეულ, სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნების მნიშვნელობასა და გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მალე კვლავ გვექნება შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, პირველად, მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შევხვედროდი ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს და გვქონოდა გაცნობითი ხასიათის საუბარი, გადაგვეხადა მადლობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არაღიარების პოლიტიკა თავისი შედეგების მოტანას გააგრძელებს. პირველ რიგში, ახლა სირია და ვენესუელაა და საქართველოს მთავრობაც მუშაობს აქტიურად, რომ ამ ქვეყნებმაც გააუქმონ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





