აკაკი ალადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან, არ აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
მერამდენე ყოვლად უსამართლო რეზოლუცია ვიხილეთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა. მისი თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.
„ისინი ითხოვენ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საკონსტიტუციო სარჩელის გატანას, შესაბამისად, აშკარად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. არ აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს. ტერმინი პოლიტპატიმარი აბსოლუტურად გააუფასურეს. საუბარი არის დამნაშავეებზე, რომლებმაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, რის გამოც იხდიან სასჯელს", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო.





