ირაკლი კობახიძე: საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს.
„უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, ე.წ. EQAR-ის გადაწყვეტილებით საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის EQAR-თან. შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო პერიოდში კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებები და ამას დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. ეს სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განვითარებას და ეს არის ჩვენი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





