შალვა პაპუაშვილი: რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წარმომჯდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, მას ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობაში ჩაითრიეს.
„უნდა დაფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა ბრიუსელის განცხადებებმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





