ზუგდიდის პოლიკლინიკის უფროსს თანამშრომლები უჩივიან
პოლიტიკა

ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კლინიკიდან გათავისუფლებული ხუთი თანამშრომელი დირექტორს, ოთარ შენგელიას სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ისინი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ.
მათი ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის გული ქარცხიას თქმით, სარჩელში მითითებულია, რომ ეს ადამიანები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაითხოვეს სამსახურიდან.
ექიმებმა მათი გათავისუფლება შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს შეიტყვეს და პოლიკლინიკაშივე გააპროტესტეს. თავის მხრივ, დირექტორი ოთარ შენგელია მათი დათხოვნის მიზეზად დარღვევებს ასახელებს.





