თაღლითობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
პოლიტიკა

13-ი ივნისის სტიქიის ზონაში ქონების შესაძლო თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ოთხი დაკავებული ქალიდან ორი ადვოკატია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა. ხატიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება ადვოკატებს დევნის.
პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ. ბრალდებულებს 6-დან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.





