2018 წელს მარტოხელა დედებს კიდევ 6 მუნიციპალიტეტი დაეხმარება
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, საქართველოში ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება 2018 წლის ბიუჯეტსა თუ სოციალური დაცვის პროგრამებში.
კერძოდ, მარტოხელა მშობლებს 2018 წლიდან ეხმარება შემდეგი მუნიციპალიტეტები:
ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარის ოდენობით;
წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარიანი ფულადი დახმარებით;
ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
კასპი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.
ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.
2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 თვითმმართველი ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 25 მათგანი ეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ დადებით პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ. კერძოდ:
გორი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200-500 ლარამდე
ჭიათურა – კვებითი უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარით
ზესტაფონი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი
სამტრედია – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100-150 ლარი
საჩხერე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი, უმაღლესი სასწავლების სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით
დედოფლისწყარო – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსება ყოველთვე 13-17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად
ლაგოდეხი – ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით
საგარეჯო – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი)
სიღნაღი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით
ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით
გურჯაანი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტების დახმარება
2018 წლის ბიუჯეტით, დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული.



