ლორა თორნტონმა ბოდიში მოიხადა
პოლიტიკა

ლორა თორნტონი
ფოტო: facebook
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ბოდიში მოიხადა.
თორნტონის თქმით, მისი მიზანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა.
"კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს", – წერს ლორა თორნტონი.
ლორა თორნტონი ჯერ კიდევ გუშინ, 29 იანვარს ბოდიშის მოხდას არ აპირებდა. ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.





