შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი - ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
მისი თქმით, ისლანდიელმა ხალხმა რისკი დაინახა იმ პროცესში, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები განახლებულიყო.
„რეფერენდუმის შედეგი აჩვენებს ძალიან მყარად ერთ რამეს, ეს არის ბრიუსელის მხრიდან ნდობის დაკარგვა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში. სწორედ ეს არის უნდობლობა ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ, რაც გამოიხატა ამ რეფერენდუმის შედეგით, როდესაც ისლანდიის მოსახლეობამ უარი თქვა მოლაპარაკებების განახლებაზე. ამაზე ხომ ჯერ გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, რომ ჯერ გაწევრიანდნენ თუ არა. მოლაპარაკებები განაახლონ თუ არა, ამაზეც კი უარი თქვეს, იმდენად დიდია უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.
იმიტომ, რომ ბრიუსელმა, პოლიტიკურმა თუ ადამიანების ჯგუფებმა, რომლებიც დღეს მართავს, საკუთარი უმწიფარი საგარეო პოლიტიკით, თავქარიანი შიდა პოლიტიკით მიაღწიეს იმას, რომ ქვეყანა ისლანდია, რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, არის ნატოს წევრი ანუ ბევრი მხრივ არის ინტეგრირებული და აქ კითხვა არის, რომ თუ კი ასეთი ინტეგრაცია არის, რაღა უდგას წინ, რომ ევროკავშირის გახდეს, აი, მათაც კი უარი თქვეს მოლაპარაკებების განახლებაზე, იმდენად დიდია უნდობლობა. და რით არის ეს უნდობლობა გამოწვეული - იმით, რომ თუ გახდებიან ევროკავშირის წევრები, თავისი სუვერენიტეტის ნაწილს დაუთმობენ ბრიუსელს. შემდეგ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ბრიუსელმა, რომელიც მათ დააზიანებს. ამის მიმართ აქვთ უნდობლობა. უნდობლობა აქვთ ევროკავშირის და ბრიუსელის მიმართ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც დაგეგმილი არის.
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის რეფორმის წინადადებების პაკეტი მზად არის და დაანონსებული არის, რომ შეიძლება უბრალოდ, ჩამოართვან ხმის უფლება წევრ ქვეყანას. ისლანდიელი ხალხი ამას უყურებს, რომ თუ კი დღეს წავლენ ამ ნაბიჯზე, აღარ აქვთ ნდობა, რომ ხვალ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და რამდენიმე ქვეყანამ ხმა ჩამოართვას და მათ გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი არ უნდა. აქაც კი რისკს ხედავენ, რომ შეიძლება, ისეთ რაღაცაში შევიდნენ, რაც დააზიანებს მათ ინტერესებს. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.





