„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ,'' მე-9 რეგიონული ოფისი რუსთავში გახსნა
პოლიტიკა

ფოტო: ერთიანი ნეიტრალური საქართველო
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. პარტიამ მე-9 რეგიონული ოფისი დღეს ქალაქ რუსთავში გახსნა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართულ ღონისძიებას, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
პარტიის რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი - იაგო მაჩაბელი.
პარტიის ლიდერებმა გამოსვლებში კიდევ ერთხელ ისაუბრეს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე. მათი განცხადებით, ნეიტრალიტეტი არის ის საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა დიდი ძალების დაპირისპირების პოლიგონის ნაცვლად, გადავაქციოთ თანამშრომლობის პლატფორმად, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას.
“დღევანდელი შეხვედრა და სხვა რეგიონებში გამართული ღონისძიებებიც ადასტურებს, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა და დაკვეთა ახალ პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, რომ აგენტების რევანშის მუდმივი საფრთხის, მუდმივი რევოლუციური ვითარებების პირობებში, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. საქართველოს აქვს შანსი, რომ გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამას სჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, მდგრადი და მყარი მშვიდობა. სწორედ ამ გზას სთავაზობს საზოგადოებას “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” - განაცხადა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონის წვლილი და ასევე არის უდიდესი პოტენციალი. რუსთავი ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი, ამასთან, ქვემო ქართლი სასაზღვრო რეგიონია, რის გამოც ის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ლოგისტიკური კვანძია.
პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მიესალმებიან რუსთავის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აცხადებენ, რომ მომავალში მზად არიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რეგორც რეგიონში, ასევე მთლიანად ქვეყნაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნაში, რაც უნდა გახდეს ურყევი მშვიდობის და სწრაფი განვითარების საფუძველი.





