20 აგვისტო 2026, 14:55
განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა

გივი მიქანაძე
ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გაზიარება
განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და საჯარო ბოდიშს ითხოვს. სააგენტომ დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს.
მინისტრი ამბობს, რომ მიწა კანონის დაცვით აქვს შეძენილი. ამ ტერიტორიაზე კი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.
იმ შემთხვევაში, თუ „გურიის მოამბე“ ბოდიშს არ მოიხდის, გივი მიქანაძე სასამართლოს მიმართავს.





