მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მე მგონი ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია. მისი ყოველი განაცხადი, ქმედება უკვე ყველასთვის კარგად არის დასანახი და მე მგონი კითხვის ნიშნები ამ პერსონის მიმართ აღარ არსებობს - ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სააკაშვილი სხვისი დავალებებით მოქმედებს, როგორც ახლა, ისე აგვისტოს ომის შემდეგ.
„დაავალეს - ჩაჯდა არაჟნებისა და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელა ეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს: „რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი - ის უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება, გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“. გაიხსენეთ სენატორების - რიშისა და შაჰინის სიტყვები ინტერვიუდან: „ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნების წაგების შემდეგ წასულიყო“. როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს - ჩვენი ომის შემდეგ. არ ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს, მე მგონი უსამშობლოები ყველაზე კარგი ეპითეტია. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





