06 ივლისი 2026, 14:42
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მამუკა ჭოხონელიძემ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს, რის გამოც ის ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის ნათია გიგლემიანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შსს-ს უფლებამოსილი სამმართველოს მიერ, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.





