ალექსანდრე ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს სიარულს მდგრადი განვითარების გზაზე, გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებს
პოლიტიკა

ალექსანდრე ლუკაშენკო
ფოტო: Reuters
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის და დღესასწაულს ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს სიარულს მდგრადი განვითარების გზაზე, გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის თანმიმდევრულ პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის ამაღლებას უზრუნველყოფს.
იმედს ვიტოვებ მინსკსა და თბილისს შორის გააქტიურდება მრავალმხრივი ურთიერთობების ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში“, - აღნიშნულია წერილში.
წერილის დასასრულს ლუკაშენკო ყაველაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, ოპტიმიზმს და წარმატებას, ხოლო საქართველოს მოსახლეობას - მშვიდობას, კეთილდღეობასა და უღრუბლო მომავალს.




