თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც კეთდება ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც კეთდება შესაბამისი ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრისა და საპატრიარქოს მიმართ გაკეთებული მძიმე განცხადებებს.
„გვაქვს იმედი, რომ ვერავინ მოახერხებს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს რაიმე ტიპის, თუნდაც, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.





