სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 2500-ზე მეტი სტუმარია რეგისტრირებული. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციებს და 77 სპიკერს ელოდებიან.
ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. შალვა პაპუაშვილი ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია პირველი კანონმდებლის არაერთი პირისპირ შეხვედრა.





