9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
9 აპრილის მემორიალთან საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბექა დავითულიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა.
დავითულიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან, წევრებთან და თბილისის მერის მოადგილეებთან ერთად მემორიალთან 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მივიდა. მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს მას აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მან დავითულიანს „მოღალატე“ და „რუსი“ უწოდა.
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს.
ასევე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
მანამდე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.





