ლევან მახაშვილი: იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გვაქვსთქო ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით, მოგატყუებთ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, თუმცა ჯანსაღი განვითარებები ნამდვილად არის წევრ სახელმწიფოებში. მათთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ეს მარტო უნგრეთსა და სლოვაკეთს არ ეხება.
იგივე ეხება აშშ-ს. მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთობების აწყობას მათთან, ვინც ნამდვილად არის დაინტერესებული ამ ნაწილში. ახლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თურმე საჭიროა რუსეთთან საუბარი. ხედავენ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში - ნავთობის, გაზის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდებიან ბიზნესურთიერთობებს რუსეთთანაც“, - აღნიშნა მახაშვილმა.




