ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად მორიგი უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს მიმართ - ეკა გიგაური აზიარებს სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ. სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
სტატიას, რომლის ავტორი „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ რუსეთის პროგრამების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ქეთი ქორქიაა და რომელიც სრულად ავტორის მოსაზრებებს ეფუძნება და არა კონკრეტულ არგუმენტებს, ეკა გიგაური აზიარებს.
რეალობა კი ასეთია - ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2025 წელს ირანთან იმპორტი მთელი იმპორტის 1.36% იყო, ირანში ექსპორტი კი მთელი ექსპორტის 0.35%.





