ფავლენიშვილი: ყოველდღიურად მისვამთ ხოლმე კითხვას, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, გლობალური ომის პარტია როგორ ცდილობს ომების გაჩაღებას. ამ ნარატივის გავრცელების გამო მოხდა თქვენი დასანქცირება
პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ და POSTV-ს განუმარტა, რატომ დაასანქცირა ისინი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.
„ყოველდღიურად მისვამთ ხოლმე კითხვას თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, ევროპა, „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია როგორ ცდილობს ომების გაჩაღებას და მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის მოხდენას. ამ ნარატივის გავრცელების გამო მოხდა თქვენი [„იმედი“ და POSTV] ტელევიზიების დასანქცირება“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა ბრიტანეთთან მათი პარტიის მხრიდან, რადგან თინა ბოკუჩავამ, გია ბარამიძემ აღიარა ეს, ფავლენიშვილი ამბობს, რომ არ იცის.
„არ ვიცი რა განცხადებას გულისხმობთ. ჰკითხეთ ამ ადამიანებს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.




