ზურაბ ქადაგიძე: მოგონილი, ე.წ. რუსული ნარატივი ევრობიუროკრატებს პირიქით შემოუბრუნდათ. აღმოჩნდა, რომ ფარი არის ყველგან ფარი და რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აღმოჩნდა, რომ ფარი არის ყველგან ფარი და რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
მან კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადებაზე, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ ევრობიუროკრატები ახლა აცხადებენ, რომ ეს კანონი მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
„მოგონილი, ე.წ. რუსული ნარატივი ევრობიუროკრატებს პირიქით შემოუბრუნდათ. შესაბამისად, ისინი რასაც ცდილობდნენ და რასაც ახლა არქმევენ ამას, რომ მათთვის ეს უსაფრთხოების ერთგვარი ფარია, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მახვილი და ცდილობდნენ, ე.წ. ღირებულებითი თანხვედრით „გაეპრავებინათ“. რასაც ჩვენ გვესაუბრებოდნენ, სინამდვილეში, აღმოჩნდა პირიქით, რომ ფარი არის ყველგან ფარი და რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, რითაც ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენ დავესაჯეთ, ახლა ისინი აღმოჩნდნენ იმ საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ეს ბრიუსელისთვის ბედის ირონიაა.
ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა: „ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების გამო.




