მახაშვილი ცაჰკნას განცხადებაზე: ძნელია, უფრო კარგად და გასაგებად გადმოსცე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა გაწირეს ამ ომში - მათ სურდათ, საქართველოც ამ პროცესშიც ჩაერთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო უსაფრთხოდ ეგრძნოთ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ძნელია, უფრო კარგად და გასაგებად გადმოსცე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა გაწირეს ამ ომში და უკრაინა აღმოჩნდა დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
იგი ამგვარად ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.
„რეალურად არავინ არ აღელვებთ - არც უკრაინელი ხალხი, არც უკრაინა, არავინ გარდა საკუთარი თავებისა. როდესაც პრეტენზიები იყო საქართველოს მიმართ სწორედ ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და სხვებისგან, სწორედ ამაზე მივუთითებდით, რომ მათ რეალურად საქართველოს ბედი კი არ აღელვებდათ, მათ სურდათ, საქართველოც ამ პროცესშიც ჩაერთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო უსაფრთხოდ ეგრძნოთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.





