შალვა პაპუაშვილი რაქვიაშვილს: როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა, მან შეავსო თავისი ფინანსების წარმოშობა. მის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა, მან შეავსო მისი ქონების, ფინანსების წარმოშობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი დაინტერესდა, რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წელს პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსებაში, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა - არაფერი.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი შემოწირულობით არის სრულად თვითკმარი და ზედმეტი ჩარევები თუ დახმარებები არ სჭირდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





