ვინ თქვა უარი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე - მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის, „ღია ეთერი - დებატების“ თემა გამჭვირვალობის პოლიტიკაა.
გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა.
მათი მტკიცებით, საქართველოში არ იმყოფებიან: ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
„იმედის“ ეთერში საუბარი არ სურს კორნელი კაკაჩიას, თამარ ქაროსანიძეს. გადაცემაში მონაწილეობას ვერ ახერხებს ნონა ქურდოვანიძე, ნიკა სიმონიშვილი.
საერთოდ არ უპასუხეს გადაცემის ზარებს და შეტყობინებებს ნინო დოლიძემ, მიხეილ ბენიძემ, ლევან ნატროშვილმა, თამარ ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ, ლელა ცისკარიშვილმა, საბა ბრაჭველმა, გურამ იმნაძემ.
დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა ასევე გახარიას პარტიამ.
„რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ამ თემებზე ხელისუფლების ოპონენტების მოძებნა და დებატებზე დათანხმება ჩვენი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა. ადამიანთა ჯგუფი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონმდებლობა, ვინც წლებია მწვავედ აკრიტიკებს მმართველ გუნდს ამ გადაწყვეტილებების გამო, დღეს უარს ამბობს მაყურებლისთვის ყველაზე სანდო და რეიტინგული ტელევიზიის ეთერში ღიად გამოთქვან საკუთარი აზრი“, - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა.




