როგორია გერმანიის ელჩის პოზიცია მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულები აღიარა - „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია
პოლიტიკა

პეტერ ფიშერი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როგორია გერმანიის ელჩის პოზიცია მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულები აღიარა? „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა, რომლებიც ბაჩიაშვილის საქმის პოლიტიზებას ცდილობდნენ, ბოდიში უნდა მოიხადონ. ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
პროკურატურის განცხადებით, გორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.





