პასკალ ლოტასი: ევროპის ელიტა ცდილობს ფასადი შეინარჩუნოს, რომ თითქოს ვითარების შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ უკრაინელები იბრძვიან. დაღვრილი სისხლი უკრაინულია, ევროპელები კი მზად არიან უფრო მეტი უკრაინელი შესწირონ ამ ომს
პოლიტიკა

პასკალ ლოტასი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევროკავშირის მეთაურობის უმრავლესობამ საკუთარი პოლიტიკური ბედისწერა სწორედ ამ ომს დაუკავშირა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ კიოტოს უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის პროფესორმა, ნეიტრალიტეტის საკითხზე კვლევებისა და პროგრამის ხელმძღვანელმა პასკალ ლოტასმა კითხვის საპასუხოდ, ბრიტანელები და დანარჩენი ევროპა რატომ ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომის დასრულებას.
მისივე თქმით, კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მერცი, მაკრონი, მელონიც კი, ალბათ ყველაზე ნაკლებად მაგრამ მაინც, მათი პოლიტიკური წონა გამოყენებულია ომში გამარჯვებაზე ფსონის დადებისას.
„სწორედ ბორის ჯონსონმა და ბრიტანეთმა ჩაშალეს 2022 წელს მშვიდობის დამყარება. ბრიტანელებმა კიევში ჩაიტანეს ვაშინგტონიდან გზავნილი, რომ საჭიროა ბრძოლა, ჩვენ კი შეიარაღებას მოგაწვდით, ერთად კი რუსეთს დავანგრევთ, სანქციების ფონზე რუსეთი ჩამოიქცევა და დასავლეთი დიდ გამარჯვებას იზეიმებს.
მაგრამ ეს არ მოხდა, საპირისპიროდ ამისა ეს დასავლეთისთვის სამარცხვინო მარცხად იქცა. ევროპის ელიტა ცდილობს ფასადი შეინარჩუნოს, რომ თითქოს ვითარების შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ უკრაინელები იბრძვიან. დაღვრილი სისხლი უკრაინულია, ევროპელები კი მზად არიან კიდევ უფრო მეტი უკრაინელი შესწირონ ამ ომს“, - აღნიშნა პასკალ ლოტასმა.




