საგამოძიებო სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
პოლიტიკა

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მიხეილ მაღლაკელიძის მოადგილედ ზვიად დვალი დაინიშნა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ახლად დანიშნული მოადგილე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
„შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალმა მოადგილემ, თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვები გააცნო და წარმატებები უსურვა.
ზვიად დვალს, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას გააჩნია როგორც სამართალდამცავ უწყებაში, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





