07 თებერვალი 2026, 11:42
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო
პოლიტიკა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.
გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
მილან-კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.





