03 თებერვალი 2026, 20:33
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა - რა ცვლილებები შეეხებათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. მაგალითად: ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას მოსწავლეები სკოლის ბაზაზევე შეძლებენ. ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
საკანონმდებლო პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან კონსულტაციები ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შესახებ. უწყებაში ამჯერად თსუ-ს წარმომადგენლებს მასპინძლობენ.
დეტალები რატი მეტრეველის სიუჟეტში.





