„ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ წერილზე დანიის საელჩომ მედია სამინისტროში გადაამისამართა, სამინისტრომ კი ბუნდოვანი პასუხი გასცა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/კადრი
„იმედის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე დანიის საელჩომ „ქრონიკა“ სამინისტროსთან გადაამისამართა, სამინისტრომ კი ასეთი ბუნდოვანი პასუხი გასცა.
„დანიის საქართველოსთან თანამშრომლობა ეფუძნება შეთანხმებულ ორმხრივ ჩარჩოებს, მათ შორის 2023 წელს ხელმოწერილ ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს. დანიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეტალები გამოქვეყნებულია ოფიციალურ პლატფორმაზე OpenAid.um.dk, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მონაცემებს, გამჭვირვალობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად“, - აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ქრონიკამ“ ოთხი დღის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა:
„გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“.
ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.





