დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია იყენებს აბსოლუტურად ყველა საშუალებას, რომ ტყუილებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით დააზიანოს ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანს, სომხეთს შორის ურთიერთობები
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოპოზიცია იყენებს აბსოლუტურად ყველა საშუალებას, რომ ტყუილებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით დააზიანოს ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანს, სომხეთს შორის ურთიერთობები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებული ვერსიის გავრცელებასთან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების შემდგომ სომხეთის კუთვნილი ტვირთები ბუნებრივია, რომ მათ ორ მოსაზღვრე სახელმწიფოდან გამომდინარე, უკვე მათ საზღვარს გაივლის.
„ალტერნატიულ მარშრუტებზეა საუბარი. არ ეხება ეს თემა საქართველოზე ტვირთის გავლის ზოგად საკითხს.
ჩვენ შუა დერეფნის თვალსაზრისით წარმოვადგენთ არტერიას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში განცხადება გააკეთა, რომ „ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი”. აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.




