არჩილ გორდულაძე BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე: როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე საუბრისას.
„როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, იქნებოდა ეს სტრასბურგის სასამართლო თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე. თუ საჭირო იქნება, BBC-ში განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, შემდეგ სასამართლოში და რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ვიტოვებთ საშუალებას, რომ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში და სიმართლე იქ ვამტკიცოთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.





