ლევან მახაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ კონკრეტულმა მედიასაშიუალებამ მოუხადოს ბოდიში საქართველოს - BBC-იმ რეალურად დაადასტუროს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მართალია
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ კონკრეტულმა მედიასაშიუალებამ მოუხადოს ბოდიში საქართველოს. ეს არის საქართველოს რეპუტაციის შებღალვის მცდელობა და BBC-იმ რეალურად დაადასტუროს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მართალია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარმ, ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო მედიაში თუ ზოგადად, პოლიტიკურ წრეებში ბევრი მიეჩვია, რომ შეუძლია, საკუთარი მეინსტრიმული მედიარესურსების გამოყენებით სხვებს დააბრალოს ტყუილები და ეს შერჩეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სიმართლე გაირკვეს; სიმართლე ითქვას ძალიან ხმამაღლა და ცხადად იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეს ტყუილი დააბრალეს საქართველოს ხელისუფლებას და ყველამ, შიგნითაც და გარეთაც დაინახოს, რომ რეალურად ეს იყო არა ერთი ავტონომიური აქტი, არამედ ეს იყო საქართველოზე ერთ-ერთი დიდი ჰიბრიდული შეტევის კომპონენტი - მედიასაშუალებების გამოყენებით.
ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ კონკრეტულმა მედიასაშიუალებამ მოუხადოს ბოდიში საქართველოს. ზოგადად, ეს არის საქართველოს რეპუტაციის შებღალვის მცდელობა და რეალურად დაადასტუროს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მართალია“, - განაცხადა მახაშვილმა.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.




