ზურაბ ჩიკვილაძე მაკრონის განცხადებაზე: იმედია, რომ მაკრონის, როგორც „პირველი მერცხალის“ „დიდ დათვთან“’ ჩახუტების მცდელობის შემდეგ, შეწყდება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ დაუმსახურებელი და უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი
პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე მაკრონის განცხადებას ეხმაურება.
„საქართველოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, დაუმსახურებლად ფასდება „პრორუსულობად“ ან „ღალატად“ მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები თავად „ჭრიან’’ დიალოგის გზებს პუტინთან.
ზუსტადაც, ეს იყო ჩვენი წინასწარი პროგნოზი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ევროპული სახელმწიფოების რიგი დადგებოდა რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად...
იმედია, რომ მაკრონის, როგორც „პირველი მერცხალის’’ „დიდ დათვთან’’ ჩახუტების მცდელობის შემდეგ, შეწყდება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ დაუმსახურებელი და უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი", - წერს ჩიკვილაძე.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.





