19 დეკემბერი 2025, 00:22
კახა ძაგანია: საქართველოს ხელისუფლებას რუსულს იმიტომ ეძახიან, რომ სააკაშვილი ჰყავთ დაჭერილი და ორი კანონი გვაქვს, ერთი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ და მეორე გამჭვირვალეობის შესახებ. სხვა პრეტენზიას ვერ ეუბნებიან
პოლიტიკა

კახა ძაგანია
ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
საქართველოს ხელისუფლებას რუსულს იმიტომ ეძახიან, რომ სააკაშვილი ჰყავთ დაჭერილი და ორი კანონი გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, კახა ძაგანიამ.
„საქართველოს ხელისუფლებას რუსულს რატომ ეძახიან - იმიტომ, რომ სააკაშვილი ჰყავთ დაჭერილი და ორი კანონი გვაქვს, ერთი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ და მეორე გამჭვირვალეობის შესახებ. სხვა პრეტენზიას ვერ ეუბნებიან. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ნაღმების პეიჯერად არ აქცია, ამას ვერ ჰპატიობენ“, - აღნიშნა ძაგანიამ.





