მარიამ ლაშხი: ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, სწორედ ის, რომ ევროპული ღირებულებები იყო ქრისტიანული გაერთიანება, რომელიც ასევე აფასებდა ოჯახურ ღირებულებებს, დღეს სამწუხაროდ რამდენიმე ბიუროკრატის მართულმა პროცესმა სრულიად ამოაყირავა.
„ჩვენი მხრიდან მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მტკიცე და პრინციპულები ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვაზე, ჩვენ ეროვნულ თვითგადარჩენაზე და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება რეალურ ევროპას.
ჩვენ დავაკვირდებით და ხელს შევუწყობთ ყველა იმ მოძრაობას და ცვლილებას, რაც, პირველ რიგში იქნება ორიენტირებული ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებაზე და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რომელიც თითოეული ქვეყნის უნიკალურობის გაერთიანებით იყო მთავარი არსი ევროპის“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.




