მაკა ბოჭორიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს არის ანტიდემოკრატიული პარტია, რომელიც მომხრეა საგარეო ჩარევების
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეს არის ანტიდემოკრატიული პარტია, რომელიც მომხრეა საგარეო ჩარევების, - განაცხადა მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლის ბერკეტი არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაა და ამ კუთხით მისი პარტია აქტიურად მუშაობს.
„ეს არაერთხელ გამოჩნდა სწორედ მათი საარჩევნო სტრატეგიების განხორციელების დროს, როდესაც ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს კამპანიას აწარმოებენ არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





