ხატია წილოსანი: ჰააგაში, ამ კონფერენციაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობა, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობა, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას, - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა. მისი თქმით, საქართველო ამ პროცესებში მაქსიმალურად იქნება ჩართული.
„ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და საქართველოს მონაწილეობა მაღალ დონეზე აღნიშნულ კონფერენციაში, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ როგორც კონვენციის ხელმომწერი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აღნიშნულ პროცესებში, გამჭვირვალედ და სამართლიანად რომ მოხდეს საერთაშორისო ნორმების და დარღვეული საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღდგენა“, - აცხადებს წილოსანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა.





