დასავლეთი მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
სამშვიდობო პოლიტიკის ალტერნატივა რომ მეორე ფრონტი და ბრიუსელზე დამოკიდებულება ვერ იქნება, ამის ძალიან მძიმე მაგალითი სისხლისგან დაცლილი უკრაინაა.
სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია არ აღიარებს, მაგრამ ყველა ფაქტი და ქმედება იმაზე მიანიშნებს რომ უკრაინა ევროპის მშვიდობისთვის გაწირეს.
ფაქტობრივად, ევროპის ე.წ რკინის გუმბათის როლი მოარგეს ქვეყანას, რომელიც მესამე წელია, კარგავს ტერიტორიებს და კარგავს ადამიანებს. რამდენი ნაბიჯი აშორებს დასავლეთს მესამე მსოფლიო ომამდე - ეს კითხვა დღეს ყველაზე აქტუალურია.
ტრამპის პროგნოზი მძიმეა. ზელენსკი არჩევნებს, თითქოს, დათანხმდა, მაგრამ „დიფ სთეითის“ ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს არ შეუძლია, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ბიუროკრატია ომის მხარდამჭერად რჩება, რუსეთი ბრიუსელს აფრთხილებს - ნატოს ღია კარი ბევრი სახელმწიფოსთვის ილუზია აღმოჩნდა, უფრო სწორად, პატარა ქვეყნებისთვის საფრთხე, ზესახელმწიფოებისთვის კი ყველაზე სარფიანი სავაჭრო ინსტრუმენტი - გლობალური პოლიტიკის ასარევად და საკუთარი შეხედულებებით დასალაგებლად.
ცოტა ხნის წინ ასევე საერთაშორისო პრესამ გაავრცელა ინფორომაცია, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მოთხოვნებზე უარს ამბობს.
დეტალები ლეო სიხარულიძის რეპორტაჟში.





