ნიკოლოზ სამხარაძე: კრიზისი, რომელიც არსებობს ამერიკულ-ევროპულ ურთიერთობებში, პირველ რიგში, გამოწვეულია ევროპის მხრიდან საკუთარი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევით
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კრიზისი, რომელიც არსებობს ამერიკულ-ევროპულ ურთიერთობებში, პირველ რიგში, გამოწვეულია ევროპის მხრიდან საკუთარი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ამაზე თავისთავად ფაქტები მეტყველებენ. მათ შორის ის, რომ ეკონომიკური ზრდა არათუ შემცირებულია, რიგ შემთხვევებში ფაქტურად ნულს უტოლდება, ასევე საკმაოდ გაძვირებული ენერგორესურსები, ასევე ღია მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც რიგ შემთხვევაში არ ამართლებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.





