გია იაკობაშვილი: სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას მრავალი წელია ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები, ალბათ ამ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ BBC-ის ე. წ გამოძიება
პოლიტიკა

ირაკლი იაკობაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმზე ონლაინგამოცემა For.ge-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, გია იაკობაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა. როგორ ჟურნალისტმა აღნიშნა, ბევრ საერთაშორისო მედიაორგანიზაციას, სიმართლეს ისე ჭრიან და მერე ისე აგებენ, როგორც უნდა, მთავარია ვინ არის დამკვეთი.
„BBC-ის მიზანი იყო და დღესაც არის დესტაბილიზაციის შემოტანა, დუღილის ტემპერატურის აწევა, ადამიანების დაბნევა, ნიჰილიზმის დათესვა და საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა.
სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას მრავალი წელია, ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ალბათ ამ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ BBC-ის ე. წ გამოძიება“, - აღნიშნა იაკობაშვილმა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





