„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, როგორც არასპონტანური, ასევე სპონტანური აქციის გამართვის თაობაზე ორგანიზატორებმა წინასწარ უნდა აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად.
შსს-ს მიენიჭება უფლება, საჭიროების შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორებს შეკრების ადგილის, ან გეზის შეცვლა შესთავაზოს, თუ არჩეული მდებარეობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.
დაუმორჩილებლობისას, პირველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს 15-დღიანი, განმეორებისას კი 1 წლიანი პატიმრობა ემუქრება.





