თენგიზ შარმანაშვილი საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში ცვლილებებზე: იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მკვეთრად შეამცირებს საგზაო შემთხვევების რაოდენობას
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებები გზებზე მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ახალი რეგულაციები, მათ შორის, გამკაცრებაც იყო შემოსაღები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ღვედის გამოუყენებლობაზე და ბევრ სხვა ისეთ საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს და სიცოცხლისა ჯანმრთელობის მეტ გარანტიებს საგზაო მოძრაობის დროს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მკვეთრად შეამცირებს ასეთი საგზაო შემთხვევების რაოდენობას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.





