გურამ მაჭარაშვილი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე: სადაც უნდოდათ, ფულს რიცხავდნენ იმისთვის, რომ დაემხოთ ის ხელისუფლება, რომელიც არ აწყობდათ. ამას განსაკუთრებით ვხედავთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
სადაც უნდოდათ, ფულს რიცხავდნენ იმისთვის, რომ გამოეყენებინათ ეს ლიბერალური დემოკრატია მექანიზმად იმისთვის, რომ დაემხოთ ის ხელისუფლება, რომელიც არ აწყობდათ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე.
დეპუტატი ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ არაერთხელ, ევროპაშიც და უკრაინაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებული.
„სადაც უნდოდათ, ფულს რიცხავდნენ იმისთვის, რომ გამოეყენებინათ ეს ლიბერალური დემოკრატია მექანიზმად იმისთვის, რომ დაემხოთ ის ხელისუფლება, რომელიც არ აწყობდათ. ამას განსაკუთრებით ვხედავთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში. ამაში შევეწინააღმდეგეთ ზუსტად 2022 წლიდან „ხალხის ძალა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.




