ლელა რაზიკაშვილი BBC-ის ფილმზე: ტოქსიკოლოგების გარეშე პედიატრები აკეთებენ გამოძიებას. როგორც კი „ქართულმა ოცნებამ” თქვა - ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ჩახუნაშვილებმა მამლის ყივილამდე ბევრჯერ უარყვეს
პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თან გარედან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.
რაზიკაშვილი BBC-ის ფილმს საქართველოს პიარ ინტოქსიკაციას უწოდებს.
„ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თან გარედან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას ის ასაკი აქვს, რაც საკუთარ ქვეყანას და რაც საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლას. როცა საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა ჯაბნის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინ ვიმარჯვებთ. საქართველო ფეხზე დგას იმიტომ, რომ ჯერჯერობით საკუთარი ქვეყნისთვის მებრძოლების რიცხვი ჯაბნის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს შემოტევა არის პიარ ინტოქსიკაცია საქართველოსი. ქვეყნის შიგნით როგორ უნდა იმუშაოს თემამ, რომელიც მამა-შვილი ჩახუნაშვილების მიერ საექსპერტოდ წამოწეული თემაა - ტოქსიკოლოგების გარეშე პედიატრები აკეთებენ გამოძიებას. თან ჩვენ გვახოვს ამ ოჯახის დამოკიდებულება სააკაშვილის პერსონის მიმართ, რომ სააკაშვილი იწამლებოდა, რომ დემენცია ჰქონდა, ვის ნათქვამს რა სანდოობა აქვს ყველამ ვიცით. ამასთან, როგორც კი „ქართულმა ოცნებამ” თქვა - ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ჩახუნაშვილებმა მამლის ყივილამდე ბევრჯერ უარყვეს”, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.




