ზურაბ ქადაგიძე: „ბიბისი“ დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით.
მისი თქმით, სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ „ფეიკ-მედიად“.
„BBC, welcome to the fake-news industry“- იქ უკვე დიდი ხანია გელიან!
როცა ოდესღაც სანდო მედია უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას ავრცელებს და „ტვ პირველისგან“ აღარაფრით განსხვავდება, ეს ერთ რამეს ნიშნავს - „ბიბისი“ დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს. სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ „ფეიკ-მედიად“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.





