ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრედიტ სუისს“-ისთვის მოგებული დავა და Deep State-ის „სამართალი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
მოლოდინი გამართლდა - სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის, ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა თუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.
სამართლებრივი დავა წლებია, გრძელდება. „კრედიტ სუისსი“ „დიფ სთეითმა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენა. ბანკი, სადაც მილიარდები ინახებოდა, არა მხოლოდ რეპუტაციულად გაბანკროტდა და კეთილსინდისიერი კლიენტებისთვის არასანდო, თაღლითურ დაწესებულებად იქცა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს, არანაირი თანხის სანაცვლოდ, რადგან მისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება.
„დიფ სთეითის“ ე.წ სამართალზე ნახეთ მარიამ ოშხნელის სპეციალური რეპროტაჟი.




